არქივიგამოკითხვა
 მოგწონთ ახალი დიზაინი??
Facebook
რეკლამა
  
TOP მომხმარებლები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 

You Belong With Me (Part XI)

  • ავტორი:სტუმარი
  • 2025-06-20
0
Alice



სელენას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, მეგონა მეც ისეთივე უნამუსო ვიყავი, როგორც თვითონ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი შვილი კანონიერი იქნებოდა და ამის გამო მას პრობლემები არ ექნებოდა.
"JessAlle"-ში თითქმის აღარ დავდივაე, ყველაფერს ჯესიკა აგვარებდა. უკვე ძალიან მეტყობა მუცელი.სადამდე შეიძლება ამის დამალვა? უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. შინაგანი ტკივილები მაწუხებს, ეს რომ ჯესის ვუთხრა, საერთოდ გაგიჟდება. ახლავე სადმე უნდა გავისეირნო მანქანით, თორემ საერთოდ გამოვდებილდები სახლში რომ ვზივარ ამდენხანს.
მანქანის გასაღები ავიღე და მანქანისკენ გავეშურე. გარეთ წვიმდა, თუმცა არც ვიჩნევდი.
ჯანდაბა! სახლის კარების დაკეტვა დამავიწყდა! უკან ავბრუნდი და გასაღები სამჯერ გადავატრიალე.
ჩავჯექი მანქანაში და უმისამართოდ მივუყვებოდი სველ გზას, წასასვლელი მაინც არსად მქონდა - ოღონდ უკან, სახლისკენ მიმავალ ქუჩაზე არ მივბრუნებულიყავი.
ვეღარც იმას ვიხსენებდი, როგორ უნდა გავთიშვოდი სამყაროს. თვალებზე ცრემლები მომადგა და მკერდში, მარცხენა მხარეს, აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. საჭიდან ცალი ხელი ავიღე და ტანზე შემოვიჭდე, რომ ტკივილისთვის ჩემი სხეულის გაგლეჯის საშუალება არ მიმეცა.
ნეტავ ასე რამდენხანს აგრძელდებოდა? იქნებ ერთ დღესაც ჩემი გულისცემა შეწყდებოდა და ამ ტკივილისგან დავივენებდი?
საჭეს თავი სპეციალურად დავარტყი, რომ მწვავე შინაგანი ტკივილიდან ყურადღება ამაზე გადამეტანა.საკუთარ თავზე გამეცინა. განა შესაძლებელი იყო, იმ პირობის დაცვა, 5 თვის განმავლობაში? რამდენი ხანი დავიმალებოდი? თუ გავამხელდი, უპასუხისმგებლოს ან სულელის სტატუსი მომეკერებოდა, თუმცა არავითარი მიზეზი არ მქონდა უპასუხისმგებლოად ან სულელურად მოვქცეულიყავი.
ისევ ღრმად ჩავისუნთქე და ჩამეცინა. რომც გინდოდეს, ჯესიკს ხელში სულელური საქციელის ჩადენა გაგიჭირდება!
შავმა იუმორმა ყურადღება გამიფანტა და ტკივილიც ცოტა დამიცხრა, სუნთქვა გამიადვილდა და ისევ სავარძლის საზურგეზე გადავწექი.
ცხოვრებაში თითქმის არასდროს მიმართლებდა, მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება ის იყო, რომ მე ჯატინს შევხვდი. ეს ადამიანი ყველანაირ ტკივილს მიმსუბუქებდა, მიუხედავდ იმისა, რომ ძალიან დიდი ტანჯვა მომაყენა. სიცოცხლეს მხოლოდ იმის წყალობით ვაგრძელებდი, რომ ვიცოდი, ის და ჩემი პატარა არსებობდნენ. სანამ ისინი არსებობდნენ, ყველაფერს გავუძლებდი. 
ჩემი პატარა - აი, ისევ გამახსენდა...
წარმომიდგენია რროგორი ლამაზი იქნება. ჩემი ბიჭუნა.. დარწმუნებული ვარ რომ ბიჭი იქნება და მამას დაემსგავსება - მისნაირი ლამაზი თვალები და სახის ნაკვთები ექნება. და მას რათქმაუნდა ჯასტინს დავარქმევ..
ოცნებებში წავედი და პიპინის ხმამ გამომაფხიზლა. საჭე უცებ ინსტიქტურად გადავატრიალე და კიდევ კარგი, თორემ ლამის დიდ ჯიპს შევასკდი. მაინც სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, ჯესიკა 2 დღით არ აპირებდა მოსვლას, თავის ნათესავთან იყო წასული და ისევ ბაიყუშივით მარტო მომიწევდა ყოფნა.
15 წუთში უკვე სახლში ვიყავი.
უკვე საწოლში ვიწექი და ვგრძნობდი, რომ ისევ ტკივილის შეგრძნება მეუფლებოდა. თითქოს ხორცში მესობოდა, მკერდს შუაზე მიხსნიდა და სასიცოცხლო ორგანოებს მაგლეჯდა, ჭრილობები არ ხორცდებოდა და დაფლელითილი სხეულიდან გამუდმებით მდიოდა სისხლი.საღი აზრი მკარნახობდა, რომ ჩემი ფილტვები უვნებელია, მაგრამ მაინც სულს ვღაფავდი და თავბრუ მეხვეოდა; ვიცოდ, რომ გული მიცემდა, მაგრამ მის ფეთქვას ვერ ვგრძნობდი; გაყინული ხელები მილურჯდებოდა.მოვიკუნტე. ყველანაირად ვცადე, სამყაროს გავთიშვოდი, თუმცა ვერ მოვახერხე.
და, მაინც გადარჩენა შემეძლო, ის ხომ არსებობდა..



Justin



დღეები ისევე უაზროდ გადის, როგორც ადრე. კონცერტებზეც უღიმღამოდ ვხუმრობ, და სულ მშია. ამის გამო სულ ჩხუბი გვაქვს, თუმცა..


You Belong With Me (Part XI)



ყველანაირად ვცდილობ, რომ ცატახნით მაინც დავივიწყო, რომ ნიუ-იორკში დავტოვე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მელოდება.
არა! შანსი არააა, მისი დავიწყება არ შეიძლება. დღეს დილით ველაპარაკე. ხმაზე შევატყვე რომ რაღაც სჭირს, თუმცა არ მეუბნება. ჩემი ელისი ასეთი არასდროს ყოფილა, მუდამ მხიარული იყო, ახლა კი ხმაში მღელვარება ჰქონდა შეპარული, მისი ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საშინლად დაღლილი და გაწამებული იყო, თუმცა როცა ეს ვუთხარი, უარი მტკიცა. მარწმუნებს, მშვენივრად ვარ, არაფერი მიჭირსო, თუმცა იგი საკუთარი 5 თითივით ვიცი და მართლა რაღაც ჭირს.
ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ რომ მე ის მიყვარს. სიყვარული ხომ ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანისთვის გაიმეტა და უბედურია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ნიჭის გამოუცდელობის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.
ეჰ, რამდენს ვლაპარაკობ უაზროდ. რეპეტიცია უნდა გავიარო.

ოჰ, ეს ჯეიდენი, რა უცნაური ადამიანია, როცა ყველაზე მეტად არ გეცინება, მაშინაც გაგაცინებს. ნიძლავი დამიდო, მოიგო და რეებს მაკეთებინებს საუნდჩექზე, გიჟია რა?!




როგორ მიშლის ნერვებს, უნდა გავეკიდო და ვცემო.
აუ რა სწრაფად დარბის ეს ოხერი !!

ერთი საათიც და კონცერტი დაიწყება. როგორც ყოველთვის მუცელი უნდა გვვივსო საჭმლით, ეს ბუტერბროდები, რომელიც დედა ჯენმა მოამზადა ისე გამოიყურება, თითქოს მეუბნება, "მოდი და მჭამე!"-ო.
ეგ ისევ უნდა შევჭამო, მეტი გასაკეთებელი მაინც არაფერია, ან ისევ ელისსზე უნდა ვიფიქრო. ყველანაირად ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ რომ ვფიქრობ, რომ არ ვიცფიქრო, მაინც მასზე ვფიქრობ..

ეჰ.......


15 წუთი და კონცეტი დაიწყება. წარმატება მისურვეთ!!





უკან

კომენტარები

  • კომენტარები სიახლეზე You Belong With Me (Part XI)
  მოგესალმებით, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
  რადგან ჯგუფ სტუმარს არ შეუძლია კომენთარის დატოვება.


  რეგისტრაცია
 | ავტორიზაცია
Zagruzka-Files.Ru
WwW.SiteBooM.Ge
დიზაინი დაარედაქტირა და თარგმნა სპეციალურად WwW.SiteBooM.Ge ისთვის, NAMO - მ! ©2009 - 2012
გრაფიკულ მხარეში დაგვეხმარა [LEVAN MATHERS] ვცდილობთ დავიცვათ სავტორო უფლებები :)