არქივიგამოკითხვა
 მოგწონთ ახალი დიზაინი??
Facebook
რეკლამა
  
TOP მომხმარებლები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 

ჯარედ ლეტო

  • ავტორი:სტუმარი
  • 2025-06-22
0

დაბადების თარიღი: 1971 წლის 26 დეკემბერი,ლუიზიანა.

მეტსახელი: 'J' (ჯეი)

სიმაღლე: 1.78 მ




♥ ლეტო იზრდებოდა ხელოვანი ხალხისა და ჰიპების გარემოცვაში. დედა , მამა, ძმა -სამივე ჰიპები იყვნენ.
♥ ლეტოს ოჯახი ამერიკის გარშემო მოგზაურობდა. ისინი ცხოვრობდნენ ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, ვირჯინიში, კოლორადოში და ა.შ.
♥ 12 წლის ასაკში მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად,საათში $ 2.50 -ს შოულობდა, ხოლო 16 წლის ასაკში კი დარაჯად დაიწყო მუშაობა.
♥ ლეტოს უყვარს: ხატვა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად გართობა, ინტერნეტში ჩატაობა, მუსიკის მოსმენა, ინსტრუმენზე დაკვრა, კითხვა,სიმღერა, წერა, სნოუბორდინგი, ფეხით მოგზაურობა, სკეითბორდი.
♥ ჰყავდა ძაღლი, რომელსაც იუდა ერქვა, გარდაიცვალა 2007 წლის მაისში.
♥ მისი საყვარელი საკვებია პოპკორნი და პოსტნეული, ხოლო სასმელებიდან კი ცხელი შოკოლადი.
♥ საყვარელი ქალაქები: მონრეალი,ქვებექი(პროვინცია კანადაში).
♥ ლეტო ვეგეტარიანელია.

♥ ‘რექვიემი ოცნებაზე’- ამ ფილმის მზადებისას შიმშილობდა.შედეგად დაიკლო 28 ფუნტი. რათა გაცილებით უფრო დამსგავსებოდა ტიპიუტ ნარკომანს. ასევე მან უარი თქვა იკამერონ დიასთან (საცოლე იმ პერიოდში) სექსზე 2 თვის განმავლობაში. ლეტო აღნიშნავს, რომ ამ ფილმში მონაწილეობა მას მაზოხიზმის ტოლფასი დაუჯდა.
♥ მან 62 ფუნტი მოიმატა დევიდ ჩეპმენის როლის შესასრულებლად. შემდეგ ის იდგა დიეტაზე, რომელიც თითქმის არაფრისგან შედგებოდა .მან 10 დღეში 20 ფუნტი დაიკლო. სწორედ ამგვარი დიეტის გამო ის დაავადდა.
♥ ლეტოს უყვარს კომპიუტერების დაშლა, ნაწილების გაცვლა და შემდეგ აწყობა.
♥ 2007 წლის მარტში, როდესაც ის ბენდთან ერთად კონცერტს ატარებდა, ტეხასში, ხალხის მასა მისკენ წამოვიდა, რათა შეხებოდა მას. შედეგად ჯარედმა ცხვირი მოიტეხა და რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა სახესა და სხეულზე.
♥ 2006 წელს მან მსახიობ ელაიჯა ვუდთან იჩხუბა, რადგან ელაიჯამ თქვა, რომ მას არ უყვარს ჯარედის ბენდი. 2007 წელს ელაიჯა თვითონ ალაპარაკდა ამ თემაზე.
♥ ლინდსი ლოანი აცხადებს, რომ ჯარედს ისე რცხვენოდა მასთან ურთიერთობის, რომ თავსაც კი არიდებდა პაპარაცებს , რათა მასთან ერთად არ დაეფიქსირებინათ. ლინდსი ამბობს, რომ მათი ურთიერთობა ჯარედის მიზეზით გაწყდა, რადგან არ მოსწონდა ზედმეტი თავყრილობა და პაპარაცები ,რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ,
♥ ჟურნალმა ‘PlayGirl’-მა 2005 წელს სოლიდური თანხა შეთავაზა ჯარედს შიშველი ფოტოსესიის სანაცვლოდ, მაგრამ მან ჟურნალის წარმომადგენლები უარით გაისტუმრა.
♥ ჯარედს ყველაზე დატვირთული ზაფხული ურთიერთობების მხრივ ჰქონდა 2005 წელს. ჯერ ხვდებოდა სკარლეტ იოჰანსონს, შემდეგ ეშლი ოლსენს,ხოლო ზაფხულის დასასრულისთვის კი ლინდსი ლოანს.
♥ ბენდის კლიპების უმეტესობა მისი მოფიქრებულია, რადგან ის ყველაფერთან ერთად რეჟისორიცაა.



  ჯარედის რამოდენიმე ფრაზა ინტერვიუებიდან:

♥ ‘ლოს ანჟელესში $500 დოლარისთვის ვმღეროდი, ვცხოვრობდი თავშესაფარში თავდაპირველად ,არავინ დამხმარებია. თითოეული ნივთი რაც დღეს მაქვს ჩემი შრომითაა მოპოვებული.’
♥ ‘არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე მხოლოდ მეგობრებთან ‘ტუსოვკებზე’ სიარულით, შოპინგით, გოლფის ტურებზე სიარულით ვარ დაკავებული. მე ჩემი პატარა სამყარო მაქვს. მაქვს ჩემი მუსიკა, მყავს ძმა და რამოდენიმე ახლო მეგობარი.’
♥ ‘არასოდეს ვყოფილვარ პოპულარული ბავშვი, მე ჩემი სამყარო მქონდა, რომელშიც შესანიშნავი ოჯახი,არაჩვეულებრივი ძმა და დედა იყვნენ.’
♥ ‘შენ ნამდვილად პოპულარული მაშინ ხარ, როდესაც ჭორები დადის რომ გეი ხარ.’
♥ ‘არ ვატარებ კონტაქტურ ლინზებს, არ მაქვს შუშის თვალები როგორც ამას ხალხი ამბობს.’
♥ ‘თითოეულ ჩემს როლს თავისი დატვირთვა და გამოწვევა აქვს. იცით მომწონს ჩემ მიერ გაღებული ყველა მსხვერპლი და მაზოხიზმი როლისთვის. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ გავიღო ,რაც შემიძლია.’
♥ ‘ნამდვილად არ ვფიქრობ,რომ ‘რექვიემი ოცნებაზე’ ბავშვების საყურებელია, მაგრამ თუ თქვენ შეხვალთ სახლში და ნახავთ თუ რა ვიდეო თამაშებს თამაშობენ თქვენი შვილები უფრო მეტად შოკირებულნი დარჩებით.’
♥ ‘არასოდეს გამირჩევია ერთმანეთისგან მსახიობობა და მუსიკოსობა. ვამაყობ ,რომ ორივე საქმეს ვაკეთებ. ძალიან მადლიერი ვარ და აღლვებული ,რომ ორივეს კეთების შესაძლებლობა მაქვს.. ნამდვილად გასაოცარი რამაა ეს.’
♥ ( ველურ ბავშვობაზე): ‘მოპარვა მიყვარდა ბავშვობისას, ერთ კამფეტს არ ვიპარავდი, არამედ მუყაოს ყუთით. ასევე მიყვარდა სხვის სახლში შესვლა და ცარიელ ოთახში ჯდომა.’
♥ ჰაიტიზე ცხოვრების შესახებ: მაშინ 12 წლის ვიყავი. ჰაიტი ყველაზე ღარიბი და საწყალი ქვეყანაა . საშინელება იყო ხალხის ყურება , რომლებიც ქუჩებში, ქოხებში ცხოვრობდნენ, საკანალიზაციო მილიდან ამოჰქონდათ წყალი, შიმშილობდნენ. საშინელება იყო.’
♥ ♥ ♥






უკან

კომენტარები

  • კომენტარები სიახლეზე ჯარედ ლეტო
  მოგესალმებით, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
  რადგან ჯგუფ სტუმარს არ შეუძლია კომენთარის დატოვება.


  რეგისტრაცია
 | ავტორიზაცია
Zagruzka-Files.Ru
WwW.SiteBooM.Ge
დიზაინი დაარედაქტირა და თარგმნა სპეციალურად WwW.SiteBooM.Ge ისთვის, NAMO - მ! ©2009 - 2012
გრაფიკულ მხარეში დაგვეხმარა [LEVAN MATHERS] ვცდილობთ დავიცვათ სავტორო უფლებები :)